Section: Overview
Sub-section: Overview
საქართველო: გარკვეული პროგრესი იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხის გრძელვადიანი მოგვარების გზაზე
იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა (იგპ) მიმართ 2007 წლის სტრატეგიის განხორციელების პროცესში მთავრობამ საგულისხმო წარმატებას მიაღწია. 2008 წლიდან მან განსაკუთრებული ძალისხმევა გასწია საცხოვრებლების მშენებლობისა და განახლებისთვის და ჩამოაყალიბა სტანდარტები, რომლებიც გამოიყენება განხორციელების პროცესის წარმართვისთვის, რომელშიც საერთაშორისო საზოგადოებაა ჩართული. ამის შედეგად იძულებით გადაადგილებული მრავალი პირის ცხოვრების პირობები გაუმჯობესდა.ხორციელდება. იძულებით გადადგილებულ პირთა უმრავლესობა ჯერ კიდევ ელოდება საცხოვრებლით დაკმაყოფილებას, რომელთა შორისაც არიან განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფის დევნილებიც, რომლებიც პრიორიტეტული წესით დახმარებას არ დაექვემდებარნენ, აგრეთვე ისინიც, ვინც თავიანთ დაზიანებულ სახლებში დაბრუნდნენ.
Dim rtrangeV As NotesRichTextRange
Set rtrangeV = nrtiEnvFullTextVV.CreateRange
While rtrangeV.FindAndReplace(|{{{|,| |, RT_FIND_CASEINSENSITIVE) > 0
Call nrtiEnvFullTextVV.Update
Wend
While rtrangeV.FindAndReplace(|
თუმცა საცხოვრებლით უზრუნველყოფის სფეროში დახმარების გაწევის პროცესი მრავალი გამოწვევის წინაშე იდგა. იძულებით გადადგილებულმა ზოგიერთმა პირმა მიიღო ახალი ან გარემონტებული საცხოვრებელი, რომელიც სტანდარტებს არ აკმაყოფილებს და ამიტომ, წინასწარი შეთანხმებისამებრ, კვლავ ელოდებიან საკუთრების უფლების განხორციელებას. საცხოვრებლით დაკმაყოფილების ვადები საკმაოდ ამბიციურია, ხოლო ღონისძიებები ზოგჯერ სათანადო დაგეგმვის ან დევნილებთან კომუნიკაციის გარეშე ხორციელდება. იძულებით გადადგილებულ პირთა უმრავლესობა ჯერ კიდევ ელოდება საცხოვრებლით დაკმაყოფილებას, რომელთა შორისაც არიან განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფის დევნილებიც, რომლებიც პრიორიტეტული წესით დახმარებას არ დაექვემდებარნენ, აგრეთვე ისინიც, ვინც თავიანთ დაზიანებულ სახლებში დაბრუნდნენ.
Dim rtrangeV As NotesRichTextRange
Set rtrangeV = nrtiEnvFullTextVV.CreateRange
While rtrangeV.FindAndReplace(|{{{|,| |, RT_FIND_CASEINSENSITIVE) > 0
Call nrtiEnvFullTextVV.Update
Wend
While rtrangeV.FindAndReplace(|
აუცილებელია მეტი ყურადღების მიქცევა იძულებით გადაადგილებული პირებისთვის საჭირო საარსებო წყაროებისა და სამუშაო ადგილების შესაქმნელად მათი განთავსების ან დაბრუნების ადგილებზე. ამის გარეშე იძულებით გადაადგილებულ პირთა დიდი უმრავლესობისთვის სახელმწიფოს მიერ მიცემული შემწეობები კვლავ შემოსავლის ძირითადი წყარო იქნება. იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა მოიცავს საარსებო წყაროებით და სამუშაო ადგილებით უზრუნველყოფის ღონისძიებებს, თუმცა, საჭიროა, რომ მითითებული იქნეს მათი განხორციელების ზუსტი ვადები და დაფინანსების კონკრეტული წყაროები.
გრძელვადიან გადაწყვეტას სხვა დაბრკოლებებიც უშლის ხელს, კერძოდ, სეგრეგირებული განათლება, დაკარგული საკუთრების აღდგენის ან კომპენსაციის მექანიზმების არარსებობა, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვები, იძულებით გადაადგილებასთან დაკავშირებული დარღვევების არაეფექტიანი გამოძიება, დაბრუნების ადგილებში დაუცველობა და იქ საგანმანათლებლო სისტემის დაბალი ხარისხი. ჰუმანიტარული ორგანიზაციები საქართველოს არასადავო ტერიტორიებიდან ვერ შედიან სამხრეთ ოსეთში, ხოლო აფხაზეთზე ხელმისაწვდომობა სულ უფრო რთულდება.
იძულებითი გადაადგილების გამომწვევი მიზეზები და იძულებით გადაადგილებულ პირთა სავარაუდო რაოდენობა
საქართველოში შეიარაღებული კონფლიქტების რამდენიმე ტალღის შედეგად 370 000 იძულებით გადაადგილებული პირია. დაპირისპირებები თავდაპირველად 1990-იანი წლების დასაწყისში მოხდა, ჯერ სამხრეთ ოსეთში, ხოლო შემდეგ – აფხაზეთში. ორივე ავტონომიური ერთეული აქტიურად მოითხოვდა საქართველოდან გამოყოფას, რომელსაც თავისი ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება სურდა. 1994 წლისთვის ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებებს. მას შემდეგ ორივე ტერიტორია საქართველოს კონტროლის გარეთ რჩებოდა. მტრული დაპირისპირებები დროდადრო იჩენდა თავს, ვიდრე არ მოხდა შეიარაღებული კონფლიქტი სამხრეთ ოსეთში, 2008 წელს, საქართველოსა და რუსეთს შორის. მიუხედავად იმისა, რომ საბრძოლო მოქმედებები სწრაფად დასრულდა და მოლაპარაკებები გრძელდება, ეს შეიარაღებული კონფლიქტები კვლავ გადაუჭრელია და იძულებით გადაადგილებულ პირთა (იგპ) დაბრუნება ძირითადად დაბლოკილია. კონფლიქტის მოგვარების პროცესი დღეისათვის ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში მიმდინარეობს და მასში მონაწილეობას ღებულობენ საქართველო, რუსეთი, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ევროპის კავშირი და ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო). Script Development Environment:2:5:(Declarations):0:2
'++LotusScript Development Environment:2:2:BindEvents:1:129
Private Sub BindEvents(Byval Objectname_ As String)
Static Source As NOTESUIDOCUMENT
Set Source = Bind(Objectname_)
On Event Postsave From Source Call Postsave
On Event Querysave From Source Call Querysave
End Sub
'++LotusScript Development Environment:2:2:Postsave:1:12
Sub Postsave(Source As Notesuidocument)
Dim nsCurrent As New NotesSession
Dim ndContext As NotesDocument
Set ndCOntext = Source.Document
'Anchor Code
Dim nrtiEnvFullText As NotesRichTextItem
Set nrtiEnvFullText = Source.Document.GetFirstItem("EnvFullText")
If Not nrtiEnvFullText Is Nothing Then
If Not nrtiEnvFullText.Text = "" Then
'Do First Iteration
Dim nrtiEnvFullTextV As New NotesRichTextItem(Source.Document,"EnvFullTextV")
Set nrtiEnvFullTextV = Source.Document.CopyItem(nrtiEnvFullText,"EnvFullTextV")
'Set Rich Text Variables
Dim rtnav As NotesRichTextNavigator
Set rtnav = nrtiEnvFullTextV.CreateNavigator
Call rtnav.FindFirstElement(RTELEM_TYPE_TEXTPARAGRAPH)
Dim rtrange As NotesRichTextRange
Set rtrange = nrtiEnvFullTextV.CreateRange
'Create Variant to store Anchor Titles
Dim strAnchorTitles() As String
'Move Cursor to the first Back to top
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ერთადერთი უწყებაა, რომელიც იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ ოფიციალურ მონაცემებს აგროვებს. მთავრობის მონაცემების მიხედვით 2011 წელს საქართველოში, არასადავო ტერიტორიებზე, 256 000 ადამიანი იყო იძულებით გადაადგილებული: დაახლოებით 236 000 პირი 1990-იანი წლების კონფლიქტის შედეგად, 17 000 – 2008 წლის კონფლიქტის შედეგად, ხოლო 3 000 – ხელმეორედ გადაადგილებული (საქართველოს მთავრობა, 2011 წლის 16 ივნისი). დაახლოებით 40 პროცენტი დედაქალაქში, თბილისში ცხოვრობს; 54 პროცენტი ქალია, 25 პროცენტი ბავშვი და 17 პროცენტი – ხანდაზმულები (საქართველოს მთავრობა, 2011 წლის 30 აპრილი; გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი, 2011 წლის 31 ივლისი). იძულებით გადაადგილებულ მშობლებს შუძლიათ თავიანთი შვილებისთვის მოითხოვონ დევნილის სტატუსის მინიჭება მათი თავშესაფრის ადგილის მიხედვით. 2011 წლის დასაწყისისთვის ბუნებრივი კატასტროფების – წყალდიდობების, მეწყერების და მიწისძვრების – შედეგად საქართველოში ადგილმონაცვლე იყო 116 000 ადამიანი (საქართველოს მთავრობა, 2011 წლის 18 იანვარი). ცნობილი არ არის ბუნებრივი კატასტროფების შედეგად რომელიმე ადგილმონაცვლე პირი იყო თუ არა იმავდროულად კონფლიქტის შედეგად დევნილი.
გაცილებით რთულია მონაცემების შეგროვება სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მყოფ იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ. იძულებით გადაადგილებულ პირთა ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელი აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთში დაახლოებით 15 000 იძულებით გადაადგილებული პირია 2008 წლის კონფლიქტის შედეგად, ხოლო 5000 – 1990-იანი წლების კონფლიქტის შედეგად (გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი, 2009 წლის 31 ივლისი; გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელი, 2010 წლის 14 იანვარი). 1990-იანი წლების კონფლიქტის შემდეგ სამხრეთ ოსეთში სულ მცირე 5700 ადამიანი დაუბრუნდა საკუთარ სახლს, ხოლო 2008 წლის კონფლიტის შემდეგ – ძალზე ცოტა (გაერო, 2005 წლის 30 ნოემბერი; გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელი, 2010 წლის 14 იანვარი). აფხაზეთში მყოფ დევნილთა რაოდენობა უცნობია. მიუხედავად იმისა, რომ რაიმე ოფიციალური კვლევა არ ჩატარებულა, არსებული მონაცემების თანახმად, გალის რაიონში 45 000 იძულებით გადაადგილებული პირი დაბრუნდა (გაეროს ლტილვილთა უმაღლესი კომისარი, 2010 წლის იანვარი). ეს ჯგუფი ჯერ კიდევ გათვალისწინებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ საქართველოს არასადავო ტერიტორიებზე განსახლებულ დევნილთა შორის, ვინაიდან მათი დაბრუნება იყო სტიქიური, არაცენტრალიზებული და არ იყო ორგანიზებული პროცესის ნაწილი.
Back to top
არსებული პოლიტიკური კონტექსტი
2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შედეგად სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ამ ტერიტორიებზე სრული კონტროლის განხორციელება დაიწყო. ორივე რეგიონს დიდ დახმარებას უწევს რუსეთის ფედერაცია, რომელმაც 2008 წელს აღიარა მათი დამოუკიდებლობა. მან განამტკიცა მისი სამხედრო ძალები ორივე რეგიონში და ასევე უზრუნველყოფს მათი “საზღვრების” უსაფრთხოებას (RIA Novosti, 2009 წლის 30 აპრილი). საქართველოს ხელისუფლებას მიაჩნია, რომ სამხრეთი ოსეთი და აფხაზეთი რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიებია.
2009 წლის შუა პერიოდში, საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიისა და ეუთოს ოფისის დახურვის შემდეგ, ევროკავშირის მონიტორინგის მისია ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოში სადამკვირვებლო მისიას ახორციელებს. თუმცა, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან მრავალგზის მოთხოვნის მიუხედავად, რუსეთი და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მაკონტროლებელი ხელისუფლებები მათ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში შესვლის უფლებას არ აძლევენ (ევროპის საბჭო, 2009 წლის 9 სექტემბერი). აქედან გამომდინარე, იგი ახორციელებს დაკვირვებას და მოხსენებებს წარადგენს იმ ტერიტორიების უსაფრთხოების შესახებ, რომლებიც ესაზღვრება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვრებს. კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ტერიტორიებზე ხელმისაწვდომობა გართულებულია ჰუმანიტარული ორგანიზაციებისთვისაც: სამხრეთ ოსეთზე ხელმისაწვდომობა სრულიად შეზღუდულია, ხოლო აფხაზეთთან მიმართებით იგი სულ უფრო რთულდება.
2007 წელს საქართველოს მთავრობამ იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ ახალი სახელმწიფო სტრატეგია მიიღო, რითაც საგულისხმოდ შეიცვალა სახელმწიფო პოლიტიკა. მანამდე, როგორც სახელმწიფო პოლიტიკა, ისე საზოგადოებრივი აზრი, დაბრუნებაზე იყო ფოკუსირებული, რაც იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების პრობლემის ერთადერთ საიმედო გადაწყვეტად იყო მიჩნეული. თუმცა 2003 წლის “ვარდების რევოლუციის” შემდეგ მოსულმა მთავრობამ, იძულებით გადაადგილებულ პირთა შესაძლო დაბრუნებისთვის ლოდინის ნაცვლად, არჩია მეტი ყურადღება მიექცია მათი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. 2007 წლის სტრატეგიაში დაბრუნება იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების პრობლემის გადაწყვეტის ერთ-ერთი არჩევანის სახითაა შენარჩუნებული, მაგრამ იგი იმავდროულად ხელს უწყობს მათ ინტეგრაციას მათი განსახლების ადგილებში. მიუხედავად იმისა, რომ სტრატეგია 2007 წელს მიიღეს, მისი განხორციელების მიმართ ჭეშმარიტი ნება მთავრობამ მხოლოდ 2008 წელს, რუსეთთან ომის შემდეგ გამოავლინა, როდესაც დაბრუნება შორეულ პერსპექტივად იქცა.
Back to top
იძულებით გადაადგილებული პირები განსახლების ადგილებში
იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების ადგილების შესახებ არსებული ინფორმაცია ძირითადად მოიცავს იმ პირებს, რომლებიც 1990-იან წლებში გახდნენ დევნილები და განსახლდნენ საქართველოს არასადავო ტერიტორიებზე. ამ იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხის გრძელვადიანი გადაწყვეტის ძირითადი ხელშემშლელი ფაქტორებია: არასათანადო საცხოვრებელი; საარსებო წყაროსა და დასაქმებაზე ხელმისაწვდომობის დაბრკოლებები, რომლებიც ადგილმონაცვლეობასთანაა დაკავშირებული; და სეგრეგირებული საგანმანათლებლო პროცესი.
საცხოვრებელი
1990-იან წლებში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის კუთხით საგულისხმო წარმატებებია მიღწეული. იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ 2007 წლის სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შესაბამისად 1990-იან წლებში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესი სამ ეტაპად ხორციელდება: ზოგიერთ კოლექტიურ ცენტრებში საცხოვრებელი ფართობების გარემონტება და მათი მობინადრეებისთვის საკუთრების უფლების გადაცემა; ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა და საკუთრებაში გადაცემა; და ოჯახებისთვის ფინანსური დახმარების გაწევა მათ მიერ საკუთარი საცხოვრებლის შეძენის ან გაუმჯობესების მიზნით. დღეისათვის მთავრობამ საკმაოდ კარგად გაართვა თავი პირველ ეტაპს, რომელიც 2009 წლის თებერვალში დაიწყო. ამჟამად დაწყებულია მუშაობა მეორე ეტაპის განსახორციელებლად. 2011 წლისთვის საცხოვრებლის გარემონტება, საკუთრებაში გადაცემა ან ახალ ადგილზე განსახლება 16 000-ზე მეტ ოჯახს შესთავაზეს, რომლებიც ძირითადად თბილისში მდებარე კოლექტიურ ცენტრებში ცხოვრობდნენ. ისინი კოლექტიურ ცენტრებში განსახლებულ დევნილთა დაახლოებით 30 პროცენტს შეადგენდნენ. 300-მდე კოლექტიურ ცენტრში 7000-ზე მეტი საცხოვრებელი ფართი გარემონტდა და 6500-მდე ოჯახი საცხოვრებლის მესაკუთრედ დარეგისტრირდა (საქართველოს მთავრობა, 2011 წლის 16 ივნისი; საერთაშორისო გამჭვირვალება, 2011 წლის 28 თებერვალი; პრივატიზაციის სამუშაო ჯგუფი, 2011 წლის 30 სექტემბერი). 2011 წელს, სულ მცირე, 29 კოლექტიურ ცენტრში შეიქმნა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები. საკუთრებაში გადაცემის პროცესი 2012 წელსაც გაგრძელდა, თუმცა ტემპმა მნიშვნელოვნად იკლო, რის გამოც იძულებით გადაადგილებულ პირთა გარკვეული რაოდენობა სამართლებრივად გაურკვეველ პირობებში აღმოჩნდა.
კოლექტიური ცენტრების გარემონტებით იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი პირობები ზოგადად შეიცვალა. თუმცა პრიორიტეტი არ მიენიჭა განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებს, ხოლო ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებული ხარვეზების გამო იძულებით გადაადგილებულ პირებს ყოველთვის არ ჰქონდათ ინფორმაცია საცხოვრებელთან დაკავშირებული ალტერნატივების შესახებ, ხოლო ზოგჯერ არც კი იცოდნენ რას აწერდნენ ხელს. პროცესის დაწყების შემდეგ, საერთაშორისო ორგანიზაციათა მოთხოვნის შედეგად, განახლდა და შემუშავდა იძულებით გადაადგილებულ პირთა დაცვისთვის გამიზნული ძირითადი დოკუმენტები, კერძოდ, ნასყიდობის ხელშეკრულება, საცხოვრებლის მინიმალური სტანდარტები, საცხოვრებლის გარემონტების სტანდარტები და განაწილების ინსტრუქციები. თუმცა ამის შემდეგაც კი არ ხდებოდა მათი სისტემატური გამოყენება. მრავალ შემთხვევაში გარემონტებული ელემენტები სწრაფად ფუჭდებოდა, მაგალითად: აბაზანის მოპირკეთება და ლამინირებული იატაკი; ასევე გადაუჭრელი დარჩა უფრო სერიოზული პრობლემები – ნესტი და სინოტივე (იძულებითი გადაადგილების მონიტორინგის Brookings/IDMC/, 2011 წლის 8 ივნისი; საერთაშორისო ამნისტია, 2010 წლის 4 აგვისტო).
იძულებით გადაადგილებულ პირებს, ასევე, მცირე ინფორმაცია აქვთ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შექმნის კუთხით, ხოლო ზოგიერთი პრაქტიკული საკითხი, მაგალითად, ელექტრომრიცხველების დაყენება, მხოლოდ ნაწილობრივ პრივატიზებულ შენობებში გართულებულია. მთლიანობაში თუ განვიხილავთ, პრივატიზაციის ხელშეკრულების გაფორმება უცილობლად არ უზრუნველყოფს იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებლის საკითხის გრძელვადიან გადაწყვეტას.
საცხოვრებლის საკითხის ამ გადაწყვეტით სრულად დაკმაყოფილდა 1990-იან წლებში იძულებით გადაადგილებულ პირთა დაახლოებით 10 პროცენტი. დანარჩენი დევნილები ძირითადად კვლავ არასათანადო პირობებში ცხოვრობენ ნათესავებთან ან მეგობრებთან ან ნაქირავებ, საკუთარ ან სხვა გზით დაკავებულ ბინებში; ან 1600 მრავალსართულიან კოლექტიურ ცენტრში, რომლებიც ადრე იყო საავადმყოფოები, სასტუმროები ან სხვა დანიშნულების შენობები, რომლებიც მათ დროებით საცხოვრებლად შესთავაზეს იძულებითი გადაადგილების საწყის ეტაპზე. ამ კოლექტიურ ცენტრთა დიდი უმრავლესობა ბოლო 17 წლის განმავლობაში არ გარემონტებულა, რის გამოც ისინი თავშესაფრის მინიმალურ სტანდარტებსაც ვერ აკმაყოფილებს (საქართველოს მთავრობა, 2007 წლის 2 თებერვალი). დარღვეულია პირადი ცხოვრების უფლება და ფართობი საკმარისი არ არის ისეთ შემთხვევებში, როდესაც ოჯახი ერთ ან ორ ოთახში ცხოვრობს. ერთ სართულზე მცხოვრები ოჯახები საერთო სამზარეულოთი და აბაზანით სარგებლობენ, და, როგორც წესი, ისინი ცუდ და ანტისანიტარიულ მდგომარებაშია. საიზოლაციო მასალები და სახურავები უკვე ვეღარ ასრულებს ატმოსფერული ნალექებისაგან დაცვის ფუნქციას, ხოლო ელექტროსადენები ხშირად სახიფათო მდგომარეობაშია. კერძო სექტორში ჩასახლებულ დევნილებში ჩატარებული მწირი კვლევები უჩვენებს, რომ ზოგიერთი მათგანი მსგავს და ზოგჯერ უარეს პირობებშიც ცხოვრობს, მაშინაც კი, როდესაც მათ საკუთარი საცხოვრებელი აქვთ (დანიის ლტოლვილთა საბჭო, 2011 წლის 31 იანვარი; გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი, 2009 წლის ნოემბერი).
დასაქმება და საარსებო წყაროები
უმუშევრობა მთელი ქართული საზოგადოების პრობლემაა. მთავრობის მონაცემებით უმუშევრობის დონე 16 პროცენტია (საქართველოს მთავრობა, 2011 წლის 25 მაისი), თუმცა ზოგიერთი ექსპერტის მტკიცებით იგი 32 პროცენტს აღწევს (დანიის ლტოლვილთა საბჭო, 2010 წლი 5 ოქტომბერი). რაიმე ოფიციალური მონაცემი იძულებით გადაადგილებულ პირთა შორის უმუშევრობის დონის შესახებ მართალია არ არსებობს, მაგრამ შემდგომმა კვლევებმა უჩვენა, რომ უმუშევრობა განსაკუთრებით დიდია 1990-იან წლებში გადაადგილებულ პირთა შორის (კონსილიეიშენ რესორსის, 2011 წლის 15 მარტი; ტუხაშვილი, 2010; ნადარეიშვილი და წაქაძე, 2008; გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელი, 2006 წლის 24 მარტი). მათთვის უმუშევრობა ხანგრძლივი პრობლემაა და იგი ქალებს უფრო მეტად აწუხებს, ვიდრე მამაკაცებს. ზოგიერთი იძულებით გადაადგილებული პირი განათლებული ადამიანია, პროფესიული გამოცდილებით (ტუხაშვილი, 2010), ზოგიერთმა კი დაკარგა პროფესიული ჩვევები და დღევანდელი კონკურენტული შრომითი ბაზრის მოთხოვნებს უკვე ვეღარ აკმაყოფილებს (დანიის ლტოლვილთა საბჭო, 2010 წლის 5 ოქტომბერი). რეგულარული შემოსავლის გარეშე, რომელიც მათ ცხოვრების სათანადო სტანდარტებით სარგებლობის საშუალებას აძლევს, იძულებით გადაადგილებულ პირთა უმრავლესობა ხდება დამოკიდებული სახელმწიფო შემწეობებსა და გარე დახმარებაზე.
მიუხედავად იმისა, რომ რაიმე სამართლებრივი ან ადმინისტრაციული შეზღუდვები იძულებით გადაადგილებულ პირთა შრომის უფლებასთან დაკავშირებით არ არსებობს, ისინი მაინც მიუთითებენ მთელ რიგ დაბრკოლებებზე, რომლებიც მათ ხვდება სამუშაოს ძებნისას და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმოებისას, ესენია: სამუშაო ადგილების სიმწირე; სათანადო უნარ-ჩვევების არქონა; მიწაზე ხელმიუწვდომლობა; საკუთარი ბიზნესის დაწყებისთვის საჭირო რესურსების არქონა ან კრედიტებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა და ნეპოტიზმი (ნადარეიშვილი და წაქაძე, 2008 წლის 31 აგვისტო; ბრუკინგსი/იძულებითი გადაადგილების მონიტორინგის ცენტრი, 2011 წლის 8 ივნისი; საერთაშორისო ამნისტია, 2010 წლის 4 აგვისტო; გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი, 2009 წლის 31 ივლისი). არ არსებობს რაიმე სამსახური, რომელიც იძულებით გადაადგილებულ პირებს სამუშაოს მოძებნაში დაეხმარებოდა, ხოლო სასწავლო პროგრამებმა სათანადოდ ვერ აამაღლა მათი დასაქმების პოტენციალი. იძულებით გადაადგილებულ პირთა თვითკმარობაზე ასევე ზემოქმედებას ახდენს ის გარემოება, რომ მათ არ შეუძლიათ გამოიყენონ, გააქირავონ ან გაყიდონ თავიანთი სახლი, მიწა ან სხვა ქონება, რომელიც მათი წარმოშობის ადგილზე დარჩათ. მთავრობა გეგმავს: იძულებით გადაადგილებულ პირთა დასაქმებასა და საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, რაც ხელს შეუწყობს დევნილთა დასაქმების საკითხის განხილვას ქვეყნის მასშტაბით, შედარებით უზრუნველყოფილი დევნილების ჩათვლით; იძულებით გადაადგილებულ პირთა უნარ-ჩვევების და სასურველი საარსებო საშუალებების აღწერას და იმ კონკრეტულ დაბრკოლებათა ანალიზს, რომლებიც იძულებით გადაადგილებულ პირებს ხვდება დასაქმებისა და საარსებო საშუალებათა ძიების პროცესში.
განათლება
დევნილ ოჯახთა ბავშვების უმრავლესობა დღეს ადგილობრივ სკოლებში დადის, რომლებიც საქართველოს განათლების სისტემაშია ინტეგრირებული, თუმცა, 3000 ბავშვი, რომლებიც ადრეულ 1990-იან წლებში აფხაზეთიდან დევნილი ოჯახებიდან არიან, ჯერ კიდევ დადის 13 სეგრეგირებულ “აფხაზეთის საჯარო სკოლაში”, ეს კი დევნილის სტატუსის მქონე სასკოლო ასაკის ბავშვთა ათი პროცენტია. ამ სკოლადამთავრებულთაგან პროპორციულად ნაკლები სტუდენტი აგრძელებს სწავლას უმაღლეს სასწავლებელში. საუნივერსიტეტო განათლების მისაღებ გამოცდებზე მათი დაბალი ქულები შეიძლება რამდენიმე ფაქტორით იყოს გამოწვეული, კერძოდ: ცუდად აღჭურვილი სკოლებით; სახელმძღვანელოების და მასალების ნაკლებობით; ცუდი საცხოვრებელი პირობებით, რაც ავადობის სიხშირეს ზრდის და იმავდროულად ბავშვს წყნარ გარემოში სწავლის საშუალებას არ აძლევს და კერძო რეპეტიტორებთან გამოცდებისთვის მომზადების შესაძლებლობის არქონით, რაც ქართველ სტუდენტთა უმრავლესობას წარმატებისთვის აუცილებლად მიაჩნია. ყველა ეს ფაქტორი მწირი ოჯახური ბიუჯეტიდან და ხელისუფლების მიერ არასაკმარისი გრძელვადიანი ინვესტიციებიდან გამომდინარეობს (ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო, 2010 წლის მარტი). სეგრეგირებული განათლება არ შედის ბავშვთა გრძელვადიან ინტერესებში და ამ პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა აფხაზეთის საჯარო სკოლების უკეთესი აღჭურვა და ბავშვების წახალისება, რათა მათ ამ სკოლებში იარონ (იძულებითი გადაადგილების მონიტორინგის ცენტრი/ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო, 2011 წლის სექტემბერი; ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო, 2010 წლის მარტი).
გადაადგილების თავისუფლება და საცხოვრებელი ადგილის არჩევა
საქართველოს არასადავო ადგილებში განსახლებულ დევნილთა დაბრუნება ფაქტობრივად შეუძლებელია. კონფლიქტების პოლიტიკური მოგვარება არ მომხდარა, ხოლო მთავრობები, რომლებიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს აკონტროლებენ, ძირითადად ხელს უშლიან მათ დაბრუნებას. ისინი აცხადებენ, რომ დევნილთა დაბრუნება დაარღვევს ეთნიკურ ბალანსს და ხელს შეუწყობს არასტაბილური ვითარების შექმნასა და ძალადობას (საერთაშორისო კრიზისის ჯგუფი /ICG/, 2010 წლის 26 თებერვალი; ევროპის საბჭო, 2011 წლის 28 მარტი; გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელი, 2010 წლის 23 დეკემბერი). გალის რაიონი, რომელიც აფხაზეთში მდებარეობს, ერთადერთი ტერიტორიაა, რომელიც ღიაა დევნილთა დაბრუნებისთვის. როგორც ცნობილია, იძულებით გადაადგილებულმა პირებმა, რომლებსაც სამხრეთ ოსეთში დაბრუნება სურთ, სამხრეთ ოსეთის პასპორტი უნდა აიღონ (ევროპის საბჭო, 2009 წლის 9 სექტემბერი; აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი, 2011 წლის 8 აპრილი). მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტები მოგვარებული არ არის, საჭიროა შეიქმნას პირობები, რომლებიც უზრუნველყოფს დაბრუნების უფლების განხორციელებას იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს სურს (გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, 2010 წლის 23 დეკემბერი).
Back to top
დაბრუნებული იძულებით გადაადგილებული პირები
იძულებით გადაადგილებული პირები დაბრუნდნენ აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს არასადავო ტერიტორიებზე. სამხრეთ ოსეთში დაბრუნებულ დევნილთა შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი, რადგან 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს ამ ტერიტორიაზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა აქვთ. აფხაზეთში და საქართველოს არასადავო ტერიტორიაზე სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ დაბრუნებული დევნილები მრავალ დაბრკოლებას ხვდებიან: კვლავ არ არის უზრუნველყოფილი მათი უსაფრთხოება; შეზღუდულია მათი გადაადგილების თავისუფლება; საცხოვრებელი არ არის ადეკვატური; რთულია სამუშაოს შოვნა და არა აქვთ სათანადო ხელმისაწვდომობა საარსებო წყაროებზე; და განათლების პროცესი დაბალ დონეზეა ორგანიზებული. იძულებით გადაადგილებულ პირთა მცირე რაოდენობა კვლავ აგრძელებს დაბრუნებას.
უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები
უსაფრთხოების უზრუნველყოფა დაბრუნებული დევნილებისთვის ძირითად პრობლემად რჩება. 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ უსაფრთხოების თვალსაზრისით მდგომარეობა გაუმჯობესდა სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ (ევროპის საბჭო, 2011 წლის 15 დეკემბერი), მაგრამ სიტუაცია კვლავ არაპროგნოზირებადია (სამოქალაქო საქართველო, 2011 წლის 17 ოქტომბერი; ჯაინსი, 2010 წლის 12 ოქტომბერი). ზოგიერთ ადგილებში კვლავ იღუპებიან ადამიანები და ვრცელდება ინფორმაცია ადამიანთა გატაცების, სროლების, სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და პირუტყვის მოპარვის და ძარცვის შესახებ (საერთაშორისო კრიზისის ჯგუფი, 2011 წლის 8 აგვისტო; ევროკავშირის მონიტორინგის მისია, 2011 წლის 19 მაისი; აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი, 2011 წლის 8 აპრილი; სახალხო დამცველის ოფისი, 2010 წლის 30 სექტემბერი). ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები და აუფეთქებელი ჭურვები ხელს უშლის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მდებარე სოფლებში დაბრუნებულ დევნილებს მათი მიწის გამოყენებასა და ფიჩხის შეგროვებაში (ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის საერთაშორისო კამპანია, 2011 წლის 21 სექტემბერი; უსაფრთხო სამყარო /Saferworld/, 2010 წლის 20 ოქტომბერი). დაბრუნების ადგილებში უსაფრთხოების უზრუნველყოფა საქართველოს პოლიციას ევალება, მაგრამ ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მცხოვრებნი აცხადებენ, რომ პოლიციას მეტი აქტიურობა მართებს, ასევე მიაჩნიათ, რომ საჭიროა თემებთან უფრო ინტენსიური კომუნიკაცია და მჭიდრო ურთიერთობები (კავკასიის მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების ინსტიტუტი; ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; უსაფრთხო სამყარო, 2011 წლის მარტი; უსაფრთხო სამყარო, 2010 წლის 20 ოქტომბერი).
აფხაზეთში, გალის რაიონში დაბრუნებულ დევნილთა უმრავლესობას მუდმივად აწუხებს უსაფრთხოების პრობლემა და კრიმინოგენური სიტუაცია, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში უსაფრთხოების მდგომარეობა გარკვეულად გაუმჯობესდა. დაუცველობის ეს განცდა ძარცვის, დარბევის, ქურდობის, ხანძრის, ფიზიკური ანგარიშსწორების, სროლების, აფეთქებებისა და ადამიანთა გატაცებების შედეგია, რომლებიც წლების განმავლობაში ხდებოდა (გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, 2010 წლის 23 დეკემბერი; სახალხო დამცველის ოფისი, 2010 წლის 30 სექტემბერი, გაეროს უშიშროების საბჭო, 2009 წლის 3 თებერვალი). კვლავ გაბატონებულია დაუსჯელობა, ხოლო ადამიანები ნკლებად მიმართავენ პოლიციას, რადგან შესაძლოა ისინი შურისძიების მსხვერპლი გახდნენ, ამასთანავე, მათ არ სჯერათ, რომ დამნაშავეებს პასუხს მოსთხოვენ (ჰუმენ რაითს უოჩ /HRW/ 2011 წლის 15 ივლისი; აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი, 2011 წლის 8 აპრილი). პოზიტიურ მოვლენად ითვლება ის, რომ 2011 წელს აფხაზეთი ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებისაგან თავისუფალ ტერიტორიად გამოცხადდა (ჰალო თრასტ, 2011 წლის 3 ნოემბერი). დაბრუნებული დევნილები დაღლილნი არიან ცხოვრებასთან ჭიდილში, რადგან შიშობენ, რომ შესაძლოა გახდნენ თავდასხმის სამიზნე და დაკარგონ თავიანთი მონაგარი. თუმცა, ათეული წლების განმავლობაში უსაფრთხოების გარანტიების არქონის პირობებში, ზოგიერთმა დაბრუნებულმა დევნილმა მაინც მოახერხა თავისი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, ბავშვების განათლება და საკუთარი ბიზნესის დაწყება (საერთაშორისო განგაში, 2011 წლის 31 ივლისი).
გადაადგილების თავისუფლება
აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრების გადალახვა, ორივე მიმართულებით, 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ კიდევ უფრო შეიზღუდა. მთავარი პრობლემა, როგორც ჩანს, არის ის, რომ მხოლოდ თითო ოფიციალური სასაზღვრო-გამშვები პუნქტი არსებობს და სამოქალაქო პირებს მიმოსვლა მხოლოდ ფეხით შეუძლიათ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთაზე შეზღუდვა ორივე მხარის ოფიციალური ორგანოებს აქვს დაწესებული. არსებული ინფორმაციის თანახმად აქ ადგილი აქვს ძალადობის, გამოძალვის და დაკავების ფაქტებს (გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, 2010 წლის 14 იანვარი; სახალხო დამცველის ოფისი, 2010 წლის 30 სექტემბერი; საერთაშორისო კრიზისის ჯგუფი, 2010 წლის 7 ივნისი; საქართველოს მთავრობა, 2010 წლის 18 ოქტომბერი; ევროპის საბჭო, 2010 წლის 7 ოქტომბერი). საქართველოს მიერ 2008 წელს მიღებული კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ზღუდავს მიმოსვლას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, ასევე მათთან ბიზნესის წარმოებას. დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან სრული იგნორირება და დაბრუნების ადგილებზე ჰუმანიტარული ორგანიზაციების შეზღუდული ხელმისაწვდომობა ნიშნავს იმას, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დაბრუნებული დევნილების დაცვის საკითხი პრაქტიკულად მოუგვარებელია (ჰუმენ რაითს უოჩ/ HRW/, 2011 წლის 15 ივლისი).
აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაბრუნებული დევნილებისთვის. აფხაზეთში მათი უმრავლესობის ყოველდღიური სოციალური, ეკონომიკური და ოჯახური ცხოვრება საზღვრის ხაზის ორივე მხარეზეა დამოკიდებული: ისინი ცხოვრობენ გალის რაიონში, მაგრამ საზღვრის მეორე მხარეს დადიან ახლო ნათესავების მოსანახულებლად, ღებულობენ შემწეობას საქართველოს ხელისუფლებისგან, სარგებლობენ სამედიცინო მომსახურებით, აქვთ ბაზარზე ხელმისაწვდომობა და ზოგიერთ შემთხვევაში სკოლაშიც დადიან (გაეროს გენერალური ასამბლეა, 2010 წლის 17 ივნისი). სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის მიდამოებში დაბრუნებული დევნილები, საარსებო საშუალებების მოპოების მიზნით, ხშირად სარგებლობენ წყლითა და მიწით, რომლებიც საზღვრის ორივე მხარეს ან საშიშ ზონაში მდებარეობს. ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გადაკვეთის შეზღუდვების გამო ისინი ვაჭრობით რაიმე შემოსავალს ვეღარ ღებულობენ, რამეთუ ეკონომიკური კავშირები ძალზე შემცირებულია (საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტი, 2010 წლის 6 აგვისტო). ასევე უფრო გართულდა პირადი ურთიერთობების შენარჩუნება ოჯახთან და მეგობრებთან, რომლებიც ადმინისტრაციული საზღვრის მეორე მხარეს ცხოვრობენ (ევროპის საბჭო, 2011 წლის 28 მარტი; უსაფრთხო სამყარო /Saferworld/, 2010 წლის ოქტომბერი; ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი/ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისარი, 2008 წლის ნოემბერი). მართალია საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვა მხოლოდ დევნილებს არ ეხება, მაგრამ იგი განსაკუთრებულ ზემოქმედებას სწორედ მათზე ახდენს, რადგან საზღვრის გადაკვეთა მათთვის უფრო მძიმეა აფხაზეთში, ხოლო სამხრეთ ოსეთის საზღვარზე მიმოსვლისას ისინი ძალადობის საფრთხის წინაშე დგანან.
საცხოვრებელი
დაბრუნებულ დევნილთა საცხოვრებლის მდგომარეობა კვლავ არაადეკვატურია. გალის რაიონში დაბრუნებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს ძირითადად აქვთ დოკუმენტები, რომელთა საფუძველზეც შეუძლიათ მთლიანად დაიბრუნონ საკუთრების უფლება მათ სახლებზე, მაგრამ მრავალ მათგანს თავისი სახლის აღდგენის საშუალება არა აქვს, რის გამოც საშინელ პირობებში უხდებათ ცხოვრება (გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი, 2009 წლის 30 ივნისი; საერთაშორისო კრიზისის ჯგუფი, 2006 წლის 15 სექტემბერი; დანიის ლტოლვილთა საბჭო, 2006 წლის 1 თებერვალი). ზოგიერთი მათგანი საცხოვრებლის აღდგენითი სამუშაოებისგან თავს იკავებს იმის გამო, რომ უზრუნველყოფილი არ არის კანონის უზენაესობა და კონფლიქტის გრძელვადიანი გადაწყვეტა. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა რამდენიმე ასეულ ოჯახს გაუწიეს დახმარება საცხოვრებლის პრობლემის მოგვარებაში, გალის რაიონის მრავალ სოფელში გადამწვარი სახლები ჯერ კიდევ ჩვეულებრივი მოვლენაა. პრაქტიკულად განადგურებულია ელექტროენერგიის, ტელეკომუნიკაციის, საგზაო, გაზისა და კანალიზაციის სისტემები (ევროპის საბჭო, 2011 წლის 15 დეკემბერი; გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი, 2009 წლის 31 ივლისი). სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად არსებული სახლების უმრავლესობა, რომლებშიც დევნილები დაბრუნდნენ, დაზიანებული ან განადგურებულია საბრძოლო მოქმედებების შედეგად, ხოლო ზოგიერთი მათგანი განზრახ გადაწვეს (საერთაშორისო ამნისტია, 2010 წლის 4 აგვისტო; სახალხო დამცველის ოფისი, 2010 წლის 30 სექტემბერი). მთავრობამ ამ ადამიანებს 10 000-მდე დოლარი შესთავაზა თავიანთი სახლების შესაკეთებლად, მაგრამ, იძულებით გადაადგილებულმა პირებმა განაცხადეს, რომ ეს არ იყო საკმარისი თანხა, ხოლო ზოგიერთი განცხადების დაკმაყოფილებაზე მთავრობამ თქვა უარი, რადგან მიიჩნიეს, რომ შენობების დაზიანება იყო სიძველის, და არა კონფლიქტის შედეგი (გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი, 2009 წლის 31 ივლისი; საერთაშორისო ამნისტია, 2010 წლის 4 აგვისტო).
დასაქმება და საარსებო წყაროები
დაბრუნებულ დევნილებს ზოგადად სამუშაო არა აქვთ და მათი არსებობა ძირითადად სოფლის მეურნეობასა და მთავრობის მიერ მიცემულ შემწეობებზეა დამოკიდებულია. გალში სამუშაო პრაქტიკულად არ არის, ხოლო შრომითი ბაზარი რამდენიმე პროფესიით შემოიფარგლება: მასწავლებლები, სამედიცინო პერსონალი, დალაქები და მძღოლები. საზოგადოებრივ სექტორში მუშაობის დასაწყებად (მათ შორის, მასწავლებლისა და სამედიცინო პერსონალის თანამდებობებზე) განცხადება მიიღება მხოლოდ იმ დაბრუნებული დევნილებისგან, რომლებსაც აფხაზური პასპორტი აქვთ (ჰუმან რაითს უოჩ, 2011 წლის 15 ივლისი). დაბრუნებული ეთნიკური ქართველებისთვის ამ დოკუმენტის მიღების პროცედურა დისკრიმინაციული და რთულია (ჰუმან რაითს უოჩ, 2011 წლის 15 ივლისი, გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, 2006 წლის 24 მარტი). საშუალო სკოლის კურსდამთავრებულთა უმრავლესობამ ცუდად იცის რუსული ან აფხაზური ენა, რის გამოც მათ უჭირთ სამუშაოს შოვნა აფხაზეთში (ჰუმან რაითს უოჩ, 2011 წლის 15 ივლისი). გალის რაიონში მასობრივი უმუშევრობის გამო დაბრუნებულ დევნილთა ურმავლესობისთვის შემოსავლის წყაროა თხილის და ციტრუსების მოყვანა, ხოლო მრავალი მათგანი მხოლოდ მთავრობის შემწეობაზეა დამოკიდებული (უსაფრთხო სამყარო, 2010 წლის 20 ოქტომბერი; სახალხო დამცველის ოფისი, 2010 წლის 30 სექტემბერი; საერთაშორისო განგაში, 2011 წლის 31 ივლისი; სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია, 2011 წლის 28 თებერვალი; დანიის ლტოლვილთა საბჭო, 2010 წლის 5 ოქტომბერი; მსოფლიო სასურსათო პროგრამა, 2010 წლის 31 მარტი).
საკუთარი მიწის გამოყენებისას სირთულეებს აწყდებიან სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად დაბრუნებული დევნილებიც. მათი საქონელი, ხელსაწყო-იარაღები და სხვა მოწყობილობები მოპარული ან დაკარგულია; იქ სადაც წყლის რესურსები ისეთ ტერიტორიებზეა, რომლებზედაც საქართველოს კონტროლი არ ვრცელდება ან აუფეთქებელი ჭურვებითაა დაბინძურებული, აღარ მუშაობს საირიგაციო სისტემა (მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიის ინსტიტუტი, 2009 წლის 1 დეკემბერი; მესინჯერი, 2009 წლის 6 მარტი; ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის საერთაშორისო კამპანია, 2011 წლის 21 სექტემბერი; მსოფლიო ბანკი/გაერო, 2010 წლის 15 ივნისი). 2008 წლიდან კიდევ უფრო გართულდა სოფლის მეურნეობის პროდუქტების გაყიდვის მიზნით სამხრეთ ოსეთის საზღვარზე გადასვლა. ამიტომ დაბრუნებულ დევნილთა ძირითადი შემოსავალია პენსიები, სოციალური დახმარება და სამოქალაქო მოსამსახურეთა ხელფასები (ევროპის საბჭო, 2010 წლის 7 ოქტომბერი; საერთაშორისო ამნისტია, 2009 წლის 4 აგვისტო). მთლიანობაში, მოსახლეობა, რომელიც სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ცხოვრობს, უფრო მეტ სიღარიბეშია, ვიდრე ისინი, ვინც საქართველოს სხვა კუთხეებში ცხოვრობენ (უსაფრთხო სამყარო, 2010 წლის 20 ოქტომბერი).
განათლება
განათლების სისტემა, რომელსაც გალში დაბრუნებულ დევნილებს სთავაზობენ, დაბალი ხარისხისაა. სკოლებს სჭირდება გარემონტება და სათანადო გათბობითა და სველი წერტილებით აღჭურვა. გალში სკოლის ასაკის ბავშვთა უმრავლესობა ეთნიკური ქართველია და ისინი რუსულად არ საუბრობენ, თუმცა, რუსული ენის სწავლება ძლიერდება, ხოლო ქართული კლასების რაოდენობა მცირდება (ჰუმან რაითს უოჩ, 2011 წლის 15 ივლისი). ასეთი პოლიტიკით ხელისუფლება ცდილობს ხელი შეუშალოს ქართულენოვანი სახელმძღვანელოების გამოყენებას, რომლებიც, მათი აზრით, დამახინჯებულად გადმოსცემს ქართულ და აფხაზურ ისტორიას, გეოგრაფიას და სხვა ჰუმანიტარულ მეცნიერებებს (საქართველოს სტრატეგიულ და საერთაშორისო კვლევათა ფონდი, 2008 წლის 31 დეკემბერი; გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, 2006 წლის 24 მარტი).
ზოგიერთი დაბრუნებული იძულებით გადაადგილებული მშობელი ადგილობრივ სკოლებში რუსული ენის გამოყენების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ მიაჩნიათ, რომ მათი ბავშვებისთვის მხოლოდ რუსულ ენაზე სწავლება ადვილი არ იქნება (გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელი, 2010 წლის 23 დეკემბერი). უკეთესი და უფრო უსაფრთხო განათლების უზრუნველყოფის მიზნით ზოგიერთმა მშობელმა დატოვა გალი და საქართველოს სხვა, არასადავო ტერიტორიაზე გადავიდა საცხოვრებლად ან ბავშვები სხვა სკოლებში გადაიყვანა რაიონის ფარგლებში ან ადმინისტრაციული საზღვრის მიღმა, რათა მათ ქართულად მიიღონ განათლება (ევრაზიანეთი, 2010 წლის 20 დეკემბერი; ეუთო, 2008 წლის 27 ნოემბერი). საერთოდ სხვა სტუდენტებიც ტოვებენ გალს, რათა განათლება უშუალოდ საქართველოს ტერიტორიაზე მიიღონ (ჰუმენ რაითს უოჩ, 2011 წლის 15 ივლისი).
Back to top
ქვეყნის სხვა კუთხეებში განსახლებული იძულებით გადაადგილებული პირები
1990-იან წლებში და 2008 წელს იძულებით გადადგილებული პირები მთავრობამ თავშესაფრის ადგილებიდან ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში განასახლა. არასათანადო საცხოვრებელი და დასაქმებასა და საარსებო წყაროებზე ძალზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა, როგორც ჩანს, ძირითადი დამაბრკოლებელი ფაქტორებია ამ ჯგუფის დევნილთა საკითხის გრძელვადიანი გადაწყვეტისთვის.
საცხოვრებელი
ახალი სტრატეგიის გამოყენებით მთავრობამ სწრაფი მოქმედება დაიწყო 2008 წლის კონფლიქტის შედეგად დევნილი მოსახლეობის განსახლებისთვის. დაახლოებით 8000-მა ოჯახმა, რომელიც 2008 წელს გახდა დევნილი, ახალი კოტეჯი მიიღო საგანგებოდ აშენებულ დასახლებაში ან გარემონტებული ბინა - უკვე არსებულ სოფელში ან 10000 აშშ დოლარი - საცხოვრებლის ამ ალტერნატიული არჩევნების ნაცვლად (საქართველოს მთავრობა, 2011 წლის 16 ივნისი). თუმცა ეს პროცესი გარკვეული ხარვეზებით წარიმართა. ახალი კოტეჯების უმრავლესობას ჰქონდა დეფექტები. მათთვის დამახასიათებელი იყო ნესტი, გაუმართავი სახურავი, ინტენსიური დახავსება, ნაპრალიანი კედლები და ოღროჩოღრო იატაკი. 2009 წელს მიიღეს ზომები ამ პრობლემების მოსაგვარებლად (საერთაშორისო გამჭვირვალობა, 2010 წლის 27 აპრილი), თუმცა შეკეთება და კეთილმოწყობა ზოგან კვლავ საჭიროა (ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო, 2010 წლის 18 თებერვალი). დევნილებთან არ ჩატარებულა კონსულტაციები და ისინი ამ პროცესში მონაწილეობას არ ღებულობდნენ. დასახლებებისა და საცხოვრებლების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია არ იყო გამჭვირვალე. დევნილებს დოკუმენტზე ხელს აწერინებდნენ უშუალოდ ახალ საცხოვრებელში ჩასახლებისას, ხოლო 2011 წელს 7000-მდე ოჯახს ჯერ კიდევ არ ჰქონდა მიღებული საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო, 2011 წლის ოქტომბერი). ზოგიერთ იძულებით გადადგილებულ პირს, რომელმაც 10000 დოლარის მიღება არჩია, განაცხადის დამტკიცებიდან ორი წლის თავზეც კი არ მიუღია შეპირებული თანხა (სახალხო დამცველის ოფისი, 2010 წლის 30 სექტემბერი).
1990-იან წლების და 2008 წლის კონფლიქტების შედეგად დევნილი 1600-ზე მეტი ოჯახი იქნა გამოსახლებული დროებითი თავშესაფრიდან 2010 წლის ივნისიდან 2011 წლის აგვისტომდე, რაც მთავრობამ იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებლის საკითხის გრძელვადიანი მოგვარების ღონისძიებათა კონტექსტში განახორციელა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი დევნილი იქ მთავრობის თანხმობისა და რეგისტრაციის გარეშე ცხოვრობდა, არსებობდა გარკვეული შიში ამ პროცესისა და მისი შედეგების მიმართ. დევნილებს არ მიაწოდეს სათანადო შეტყობინება, ხოლო ალტერნატიული განთავსების შესახებ ინფორმაცია არასაკმარისი იყო ან სულაც არ ჰქონდათ (საერთაშორისო ამნისტია, 2011 წლის 5 აგვისტო; ადამიანის უფლებათა ცენტრი, 2011 წლის 24 იანვარი; ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, 2011 წლის 20 იანვარი; სახალხო დამცველის ოფისი, 2010 წლის 30 სექტემბერი). ზოგიერთი საცხოვრებელი, რომელიც დევნილებს შესთავაზეს, მათ მდგომარეობას აუარესებდა. სახლები ძირითადად სოფლებში მდებარეობდა, მათი განსახლების ადგილიდან მოშორებით, სადაც დასაქმების საშუალება თითქმის არ არსებობდა, ხოლო ძირითად მომსახურებებზე ხელმისაწვდომობა ძალზე შეზღუდული იყო (საერთაშორისო ამნისტია, 2011 წლის 5 აგვისტო; სახალხო დამცველის ოფისი, 2010 წლის 30 სექტემბერი; გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელი, 2010 წლის 23 დეკემბერი). გამოსახლებამდე არ ხდებოდა კონსულტაციების ორგანიზება (საერთაშორისო ამნისტია, 2011 წლის 5 აგვისტო), ხოლო გარეშე დამკვირვებლებს მონიტორინგის ჩატარების საშუალება არ მისცეს (ადამიანის უფლებათა ცენტრი, 2011 წლის იანვარი; ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცი, 2011 წლის 20 იანვარი). 2011 წლის დასაწყისისთვის ხელახალ განსახლებაზე თანხმობა მხოლო 20000-მდე ოჯახმა განაცხადა (საერთაშორისო გამჭვირვალობა, 2011 წლის 28 თებერვალი).
ხელახალი განსახლების შემდგომ ეტაპზე მთავრობამ იძულებით გადაადგილებულ პირებს უკეთესი ალტერნატივა შესთავაზა. 1990-იან წლებში იძულებით გადაადგილებული პირები ახალ საცხოვრებელ კორპუსებში გადაიყვანეს საპორტო ქალაქებში – ფოთსა და ბათუმში. არსებული ინფორმაციის თანახმად, ეს საცხოვრებელი კორპუსები კარგი ხარისხისაა და ისინი სკოლებსა და სამედიცინო დაწესებულებებთან ახლოს მდებარეობს (გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი, 2011 წლის 19 სექტემბერი; საქართველოს მთავრობა, 2011 წლის 31 ოქტომბერი; საქართველოს მთავრობა, 2012 წლის 13 იანვარი). 1990-იან წლებში იძულებით გადაადგილებული 350-ზე მეტი ოჯახი ჩასახლდა ათ ახალ კორპუსში წყალტუბოში (საქართველოს მთავრობა, 2012 წლის 7 იანვარი). ამ საკუთრებაზე დევნილებისთვის მფლობელის უფლების მინიჭების პროცესი ნათელი არ არის.
დასაქმება
გამოსახლებულ დევნილთა დასაქმების შესახებ ინფორმაცია მწირია. 2009 წლისთვის საგანგებოდ აშენებულ დასახლებებში დაბინავებულ დევნილთა დიდი უმრავლესობა უმუშევარი იყო და დიდი შრომა უხდებოდათ იმისთვის, რომ საარსებო საშუალება მიეღოთ თავიანთი მიწის ნაკვეთებიდან (ქეარ, 2009 წლის 31 დეკემბერი). დასახლებები ძირითადად მოშორებითაა განლაგებული და იქ რაიმე საარსებო წყაროების შექმნის მცირე შესაძლებლობები არსებობს. ხელმისაწვდომობა აქვთ მხოლოდ ოჯახის გამოკვებისთვის საკმარისი სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებაზე. 2008 წელს იძულებით გადაადგილებულ პირთა უმრავლესობა გლეხი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მათთვის გადაცემული მიწის ნაკვეთი ზოგიერთ მათგანს ოჯახის გამოკვების საშუალებას აძლევდა, ეს ნაკვეთები, როგორც წესი, არც დიდი იყო და არც საკმარისად ნაყოფიერი იმისთვის, რომ მისგან მათ რაიმე შემოსავალი მიეღოთ (საერთაშორისო ამნისტია, 2010 წლის 4 აგვისტო; ქეარ, 2009 წლის 31 დეკემბერი; სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია/გაეროს ქალთა ფონდი, 2009 წლის 1 სექტემბერი; მსოფლიო სასურსათო პროგრამა, 2010 წლის 31 მარტი). აქედან გამომდინარე, ახალ დასახლებებში განთავსებულ დევნილ ოჯახთა ორი მესამედისთვის სახელმწიფოსგან მიღებული შემწეობა შემოსავლის ერთადერთი წყაროა (ქეარ, 2009 წლის 31 დეკემბერი).
Back to top
რეაგირება ეროვნულ დონეზე
იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის სახელმწიფომ მნიშვნელოვანი ძალისხმევა გასწია, განსაკუთრებით ბოლო წლებში. მან შეიმუშავა დევნილთა უფლებებისა და მოვალეობების მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩო, შექმნა ეროვნული მაკოორდინირებელი ორგანო, ტრენინგები ჩაუტარა მთავრობის თანამდებობის პირებს, აამაღლა ეროვნული ცნობიერება იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების სფეროში, შეაგროვა მონაცემები იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობისა და მათი ადგილმდებარეობის შესახებ, გამოყო რესურსები მათ დასახმარებლად, ხელი შეუწყო სახალხო დამცველის ოფისს დევნილთა უფლებების მონიტორინგში და თანამშრომლობდა საერთაშორისო და რეგიონულ ორგანიზაციებთან. იგი ასევე ცდილობს გააუმჯობესოს მისი მიდგომები, რასაც აღწევს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანით, მისი საქმიანობის წარმმართველი სტანდარტების შემუშავებით, დევნილთა მიმართვის ცენტრისა და მისაღები ოფისების შექმნით. მთავრობა ცდილობს ამ საქმიანობაში საერთაშორისო საზოგადოება ჩართოს (ბრუკინგს-LSE პროექტი იძულებითი გადაადგილების შესახებ, 2011 წლის 30 ნოემბერი). უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ამ გეგმების განხორციელება შეზღუდული რესურსებით მოუხდა და სხვა სამინისტროებისა და უწყებებისგან მას რაიმე საგულისხმო დახმარება არ მიუღია. 2011 წლის დეკემბერში ცვლილებები შეიტანეს კანონში იძულებით გადაადგილებულ პირთა -დევნილთა შესახებ, სადაც იძულებით გადაადგილებულ პირთა განმარტება იმგვარად შესწორდა, რომ იგი მოიცავს მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაადგილებულ პირებს, რაც კიდევ უფრო განსხვავდება იმ განმარტებისგან, რომელსაც იძულებითი გადაადგილების შესახებ სახელმძღვანელო პრინციპები გვთავაზობს.
ზოგადად, გრძელვადიანი გადაწყვეტის მიღწევა განსახლების საკითხში დევნილთა არჩევანის შესაბამისად მხოლოდ კონფლიქტების დარეგულირების მეშვეობითაა შესაძლებელი. იმავდროულად, გრძელვადიანი გადაწყვეტისადმი უფრო მასშტაბური მიდგომა მრავალ საკითხს უნდა შეეხოს. სათანადო ინფორმაცია არ ვრცელდებოდა სამთავრობო პროგრამების შესახებ ან ზოგჯერ ასეთი ინფორმაცია ძალზე დაგვიანებული იყო. ამასთანავე, არ ხდებოდა იძულებით გადაადგილებულ პირთა სათანადო მონაწილეობის უზრუნველყოფა. სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა არ ასახავს არსებული რესურსების დონეს, ხოლო მოქმედებათა პრიორიტეტები და პროექტები არ არის დაფუძნებული მოწყვლადობის კრიტერიუმებზე. ყოველთვის არ იყო დაცული დადგენილი სტანდარტები საცხოვრებლის, გასაჩივრების მექანიზმების და გამოსახლების შესახებ, ხოლო კერძო სექტორში მცხოვრები დევნილები ყურადღების მიღმა დარჩნენ. არ არსებობს რაიმე მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც იძულებით გადაადგილებული პირები შეძლებდნენ თავიანთი სახლების, მიწის და საკუთრების დაბრუნებას ან კომპენსაციის მიღებას მათი დაკარგვის გამო. სათანადოდ არ ხდებოდა იძულებით გადაადგილებასთან დაკავშირებული დარღვევების გამოძიება და, ამასთანავე, არ ხდებოდა დარღვევებით გამოწვეული ზიანის კომპენსაცია ან დარღვევების მიზეზების შესახებ ინფორმაციის გავრცელება. ყურადღების მიღმა რჩებოდა დევნილთა საარსებო წყაროებთან, განათლებასა და ჯანდაცვასთან დაკავშირებული საკითხები.
Back to top
რეაგირება საერთაშორისო დონეზე
საქართველო კვლავ მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული გარეშე დაფინანსებაზე. ყველაზე დიდი დონორები არიან ევროკომისია და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ კვლავ დაეხმარონ დევნილებს, განსაკუთრებით, საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის კუთხით. საქართველოში ევროპის კავშირის დელეგაციამ ხელისუფლებას მოუწოდა საკუთარი ფონდებიც გამოეყო (დანიის ლტოლვილთა საბჭო, 2011 წლის 13 ივლისი), თუმცა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად კვლავ მნიშვნელოვანი სახსრებია საჭირო. 2010 წელს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დევნილთა საცხოვრებლის პრობლემების მოსაგვარებლად 800 მილიონი დოლარი იყო საჭირო, მაგრამ დღეისათვის დონორები პირდებიან 350-400 მილიონი დოლარის გამოყოფას. სამინისტროს სამეთვალყურეო საბჭოს ორი დონორი დაემატა – შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო და გერმანიის განვითარების ჯგუფი (Kფჭ), რაც საკითხის მოგვარებაში დონორთა ჩართვის ზრდაზე მიუთითებს. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი და გაეროს განვითარების პროგრამა, ასევე, მზად არიან გაზარდონ განვითარების სამუშაოები (გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი, 2011 წლის 20 ივნისი).A გაეროს სხვა უწყებები და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები კვლავ აქტიურად არიან ჩართული დევნილებისათვის დახმარების გაწევის პროცესში.
საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისთვის, აგრეთვე, მუშაობენ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და ევროპის საბჭო. 2010 წელს ადამიანის უფლებათა საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა საქართველოში მისი ბოლო ვიზიტის დროს რეკომენდაციები შეიმუშავა. იგივე გააკეთეს გაეროს წევრმა სახელმწიფოებმა, როდესაც ადამიანის უფლებათა საბჭო საქართველოს საკითხს განიხილავდა. რეკომენდაციებში მითითებული იყო ინვესტიციების საჭიროებაზე დევნილების დასაქმებისა და საარსებო წყაროების პრობლემების მოგვარების მიზნით, ასევე, კვლევის ჩატარების აუცილებლობაზე, რომელიც შეისწავლიდა სხვადასხვა სახის საკუთრების უფლებებს, რომლებიც დომინირებდა იმ მომენტისთვის, როდესაც დევნილთა გადაადგილება მოხდა, რათა უზრუნველყოფილი იქნეს გასაჩივრების მექანიზმი (გაეროს ადამიანის უფლებათა კომისია, 2011 წლის 16 მარტი; გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, 2010 წლის 23 დეკემბერი). მთელი რიგი რეკომენდაციები შეიმუშავეს გაეროს ადამიანის უფლებათა ორგანოებმა. მათში კონკრეტულად მითითებული იყო დევნილი ქალებისა და გოგონების შესახებ გაშლილი მონაცემების არარსებობის შესახებ (გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის აღკვეთის კომიტეტი, 2011 წლის 2 სექტემბერი; გაეროს ბავშვის უფლების კომიტეტი, 2008 წლის 23 ივნისი; გაეროს ქალთა მიამრთ დისკრიმინაცისი აღკვთის კომიტეტი, 2006 წლის 25 აგვისტო). ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მრავალი მოხსენება და რეზოლუცია მიიღო; ამ ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომისარი მრავალჯერ ეწვია საქართველოს და კონკრეტული რეკომენდაციები შეიმუშავა უფლებებზე დევნილთა ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით; და ევროპის საბჭომ დაიწყო პროექტების განხორციელება, რომლებიც ადამიანის უფლებათა მონიტორინგს, იურიდიულ კონსულტაციებსა და ინტეგრაციის საკითხებს უწყობს ხელს (ევროპის საბჭო, 2011 წლის 2 მარტი).
Back to top
Sources
Food and Agriculture Organisation of the United Nations (FAO) and United Nations Development Fund for Women (UNIFEM), September 2009, Needs assessment: A gender approach to conflict-affected populations in rural areas
Norwegian Refugee Council (NRC), 18 February 2010, Monitoring IDP conditions in the new settlements: September – October 2009
United Nations High Commissioner for Refugees (UNHCR), Branch Office in Georgia, 31 January 2010, Population of Concern to UNHCR Georgia